ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაბა ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში სამართალდამცავები არიან მობილიზებული

დაბა ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. როგორც სკოლის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც სკოლაში სამართალდამცავები მივიდნენ. არსებული ინფორმაციით, შეტყობინება ასაფეთქებელ მოწყობილობას უკავშირდება.
„სამინისტროდან შეგვატყობინეს, რომ 112-ში შეტყობინება იყო. არ ვიცით კონკრეტულად რა. შენობაში სამართალდამცავები იმყოფებიან. სასწავლო პროცესი ქართულ სექტორში დასრულებული იყო, მიმდინარეობდა რუსული სექტორის სასწავლო პროცესი. განხორციელდა ევაკუაცია. სკოლის შენობაში არაფერი შეგვინიშნავს საგანგაშო“, - განაცხადეს დაბა ჩაქვის სკოლის ადმინისტრაციაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეტყობინება ქობულეთის ერთ-ერთ სკოლაშიც შევიდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.