ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაბა ურეკში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

დაბა ურეკში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში 450 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა, რომელიც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად მოინახულა.
სამსართულიან შენობაში მოეწყო: 24 საკლასო ოთახი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, სამასწავლებლო, ექიმის კაბინეტი, სასადილო, გარე მოედანი, სპორტული და სააქტო დარბაზები.
საერთაშორისო სტანდარტების მქონე სკოლის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13,7 მილიონი ლარი გამოიყო და იგი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.