დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ერთობლივი ინიციატივით, „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა და დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკას თანასწორობის, ქალებისა და გოგოების გაძლიერების, ტოლერანტობის და ადამიანის უფლებების შესახებ 200-ზე მეტი წიგნი შეემატა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დაბა ნარუჯას ბიბლიოთეკაში „თანასწორობის კუთხე“ გახსნეს გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა მწერალ, ტელეწამყვან და UNFPA-ის მეგობარ ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან ერთად, რომელმაც მოზარდებთან ისაუბრა გენდერული თანასწორობის, გოგოებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე.
მათივე ცნობით, „თანასწორობის კუთხეების“ გახსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივაა, რომელიც 2018 წლიდან, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ხორციელდება.
„საქართველოში რიგით ოცდამეორე „თანასწორობის კუთხე“ გაიხსნა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს