პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაბა კაზრეთში დღეს არჩილ მუსელიანცის მხარდამჭერი მარში გაიმართება

დაბა კაზრეთში დღეს არჩილ მუსელიანცის მხარდამჭერი მარში გაიმართება

არჩილ მუსელიანცის მხარდამჭერი მარში დღეს დაბა კაზრეთში გაიმართება. ახალგაზრდას, რომელიც 4 წლით ციხეში 534 ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის გაუშვეს, აქციის მონაწილეები სოლიდარობას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ. ადგილზე ტრადიციულად დარიგდება გაზეთები “თავისუფლების ხმა ციხიდან”, სადაც სინდისის პატიმრების წერილებია თავმოყრილი.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტების ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, ამის შემდეგ კი ისინი დაბა კაზრეთისკენ გაემართებიან. სწორედ კაზრეთია მუსელიანცის მშობლიური ადგილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.