ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაბა ბაკურიანში უკანონო დაერთებები გამოვლინდა

დაბა ბაკურიანში უკანონო დაერთებები გამოვლინდა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ“ დაბა ბაკურიანში წყალმომარაგების ქსელზე უკანონო მიერთებების ფაქტები გამოავლინა. შედეგად, რამდენიმე მსხვილ კომერციულ ობიექტს წყლის მიწოდება შეუზღუდა.
კომპანიის ინფორმაციით, ობიექტები ქსელზე უკანონოდ იყვნენ მიერთებულნი, რაც იწვევდა წყლის დანაკარგებს, ქსელში წნევის ვარდნას და ზრდიდა სასმელი წყლის ხარისხის გაუარესების რისკებს. მსგავსი დარღვევები აზიანებს როგორც ინფრასტრუქტურას, ისე კეთილსინდისიერ მომხმარებლებს.
წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვა ხორციელდება მხოლოდ ტექნიკური შემოწმებით დადასტურებული უკანონო დაერთების შემთხვევაში და სრულად შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
კომპანიამ ობიექტებს კანონის შესაბამისად რეგისტრაციისთვის ვადა 8 დეკემბრამდე მისცა, თუმცა მოთხოვნები ყველა შემთხვევაში არ შესრულდა. შედეგად, ქსელის სტაბილური ფუნქციონირების, რესურსის სამართლიანი განაწილების და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათთვის წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აცხადებს, რომ უკანონო დაერთებების წინააღმდეგ ღონისძიებები გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოქალაქეებსა და ბიზნესს მოუწოდებს, წყალმომარაგების სერვისით კანონიერად და პასუხისმგებლობით ისარგებლონ.
ინფორმაციას „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.