ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაბა ადიგენში აქცია დასრულდა

დაბა ადიგენში, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო, სიტუაცია განმუხტულია.
ადიგენში ხმაური დღეს, დილიდან დაიწყო, როდესაც მუსლიმი თემი ერთ-ერთ სახლში სალოცავად შეიკრიბა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აცხადებდა, რომ „აღნიშნული სახლი მეჩეთად არ უნდა გადაიქცეს“.
ადგილზე სიტუაციის განსამუხტად დიდი რაოდენობით სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
შსს-მ ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებაც გაავრცელა. უწყებამ მოუწოდებდა მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.
ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.