“დაახლოებით 30 ადამიანი თავს დაგვესხა” – ნაზღაიძის საქმეზე გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო

ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 5 იანვარს მას და მის ორ მეგობარს დაახლოებით 30 ადამიანი დაესხა თავს. მისი თქმით, შემთხვევა ორბელიანის მოედანზე, ღამის საათებში მოხდა.
“თავი ასეთ საფრთხეში არასოდეს მიგვრძვნია, არანაირმა დალაპარაკებამ არ გაჭრა, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა სცადა ორჯერ დაერტყა ჩემთვის დანა, რომელიც სასწაულებრივად ავიცილე, იძულებული გავხდით ამ დაჯგუფებას გავცილებოდით და თავი გადაგვერჩინა, გავიქეცით, ისინი მოგვდევდნენ და ქუჩის სკამებს გვესროდნენ.
ხალხს ვთხოვდით დახმარებას და არავინ არ დაგვეხმარა, მხოლოდ ერთმა გოგონამ გაგვიჩერა ავტომობილი და მას დაუზიანეს მანქანა, დაუჭრეს საბურავები […] მადლობა ამ უცნობ გოგონას და იმ ტაქსის მძღოლს რომელმაც შუაგზაზე გაგვიჩერა ავტომობილი და ფაქტობრვად, ჩვენი სიცოცხლე გადაარჩინა!”, – წერს ნაზღაიძე.
მისი თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, მოზარდები იყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. უწყება, ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ