დაახლოებით მილიონი დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე – აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი

დაახლოებით მილიონი დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე – აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი
დაახლოებით მილიონი დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში – „აქტუალური თემა“ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი აბსოლუტურად ხელოვნურია.
„დაახლოებით მილიონი დოლარი, არასრული სამი მილიონი ლარი სჭირდება იმას, რომ ყოველდღე 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე. წარმოიდგინეთ როცა ვსაუბრობ „დიფ სთეითზე“, რამდენი რესურსი აქვთ მათ ფინანსური. წელიწადში სჭირდება მილიონი დოლარი იმისათვის, რომ 300 კაცი ყოველდღე დააყენო რუსთაველის გამზირზე. მათთვის რა თქმა უნდა, დარტყმა იყო USAID-ისა და NED-ის დაფინანსების გაუქმება, ყველა თვალსაზრისით. მაგრამ, როცა მილიონი დოლარი ჰყოფნის იმას, რომ დღეში 300 კაცი დააყენო რუსთაველის გამზირზე, ეს ხელოვნური მუხტი შეგიძლია შემოინახო. აბსოლუტურად ხელოვნურია ეს ყველაფერი. ხვალ მომეცით მილიონი დოლარი და 365 დღის განმავლობაში ყოველდღე დაგიყენებთ 300 კაცს რუსთაველის გამზირზე“, – , – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა