"დააყენონ არაბიძე და გადაგლიჯავს ამ ლუქსემბურგს! ძალიან მაგარი ფეხბურთელია და იცით, კიდევ რა პლუსი აქვს?!" - ობოლაძე "ტორპედოს" შემტევის ნაკრებში დაბრუნებაზე
"დააყენონ არაბიძე და გადაგლიჯავს ამ ლუქსემბურგს! ძალიან მაგარი ფეხბურთელია და იცით, კიდევ რა პლუსი აქვს?!" - ობოლაძე "ტორპედოს" შემტევის ნაკრებში დაბრუნებაზე
Youtube არხ "ოქტოპუსზე" გადაცემა "ორშაბათობის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი დიმიტრი ობოლაძე გახლდათ, სადაც მან საქართველოს ნაკრებში გიორგი არაბიძის შესაძლო გამოძახებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქუთაისის "ტორპედოს" შემტევი "ჯვაროსანთა" რიგებში გამოძახებას იმსახურებს.
"არაბიძის ხასიათებზე ლაპარაკობენ... რომც ქონდეს ცუდი ხასიათი რაა?! უხასიათო ისეთი ფეხბურთელები იყვნენ... მაგალითად, ანელკა ჩემპიონთა ლიგაზე კანს ორი გოლი გაუტანა.
ეხლა ვუყურე არაბიძის ბოლო თამაშს. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარია და ლუქსემბურგს გადაგლიჯავს, რომ დააყენონ.
"კვარამ" რაც ითამაშა ბათუმის "დინამოში" იგივეს აკეთებს ეხლა გიორგი და ვფიქრობ, ნაკრებში უნდა იყოს. აქამდეც იყო
კარგი შანსები მისი გამოძახების, თუნდაც მონღოლეთთან და ტაილანდთან. ახლა კი ძალიან მაგარ ფორმაშია.
თან იცით რა პლუსი აქვს? სულ წინ მიდის, სულ კარისკენ იყურება... "ტორპედოს" მწვრთნელმა სტვინ კინმა მის სტატისტიკაზე თქვა და მეც გადავხედე. მაგარი სტატისიკა აქვს, უბურთოდაც. უკანაც ჩადის, ეხმარება და ეკუთვნის გამოძახება, თანაც ეგეთი მძიმე პერიოდან, რომ დაბრუნდები,შანსი ხო უნდა მოგეცეს?!", - თქვა ობოლაძემ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.