ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დააკავეს 17 წლის ბიჭი, რომელიც 16 წლის გოგოს ინტიმური ვიდეოების გადაღებას აიძულებდა - სპეციალური საგამოძიებო სამსახური

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ბრალდებით სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 17 წლის ბიჭი დააკავა.
გამოძიების ვერსიით, დაკავებული 16 წლის გოგოს ემუქრებოდა, რომ თუ არ გაუგზავნიდა ინტიმური შინაარსის ვიდეოს, დაამონტაჟებდა მისი ცეკვის კადრებს, რომელშიც ის „გამოსახული იქნებოდა შიშველ მდგომარეობაში“, შემდეგ კი მის მშობლებს გაუგზავნიდა.
„მუქარისა და იძულების შედეგად, შეშინებულმა დაზარალებულმა არასრულწლოვანმა სექსუალური ქმედების ამსახველი ვიდეო ჩაწერა და ბრალდებულს გადაუგზავნა“, - წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის კვალიფიკაციით - სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით. დანაშაულისთვის 7 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული. დაკავებულს ბრალი უკვე წაუყენეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.