ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დააკავეს პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი — პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით

დააკავეს პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი — პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი, რომელიც, ახლობლების ცნობით, დაახლოებით საღამოს 8 საათიდან არ გასულა კონტაქტზე, დაკავებულია.
შს სამინისტროს ცნობით, ჩახუნაშვილს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას ან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.
ჩახუნაშვილის ახლობლების ცნობით, სახლიდან აქციაზე გასვლის შემდეგ, ჩახუნაშვილთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, ხოლო მისი მანქანა სახლთან ახლოს იყო მიტოვებული.
გარდა ამისა, გუშინ, 8 დეკემბერს, ჩახუნაშვილთან მისული იყო პოლიცია. მას სისხლის სამართლის საქმეზე იბარებდნენ დაკითხვაზე. პედიატრი ჩვენების მიცემას მოსამართლის წინაშე გეგმავდა.
ფოტო: ფორმულა

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.