ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დააკავეს კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს სალონში სექსმუშაკად ამუშავებდა - შსს

დააკავეს კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს სალონში სექსმუშაკად ამუშავებდა - შსს

„ბრალდებულის მითითებით, მისსავე მასაჟის სალონში, დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას უწევდა მსურველებს, ხოლო არასრულწლოვანის სექსუალური ექსპლუატაციით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული ისაკუთრებდა და საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავდა“, - წერია პროკურატურის პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.
დაკავებულს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:
· 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილით - არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგი;
· 254-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით - პროსტიტუციის ხელშეწყობა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემა.
კაცს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.