ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე “ზარალა”

დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე “ზარალა”

ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს.
ინფორმაცია თავდაპირველად TV პირველმა გაავრცელა, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა. უწყების ცნობით ბიზნესმენი დააკავეს გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გიორგი რამიშვილი „სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელია. ასევე “ევრონიუს-ჯორჯიას” დამფუძნებელი კომპანიის – „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა.
გიორგი რამიშვილის სახელს წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ბიზნესპროექტი უკავშირდება, მათ შორის, ყველაზე ცნობილი ტრამპ თაუერის მშენებლობა, ასევე, 16 სასტუმროს მშენებლობა აჭარის სანაპირო ზოლში.
მისი სახელი 2018 წელს სპორტის მაშინდელი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სკანდალის შემდეგაც გამოჩნდა. მაშინ ითქვა, რომ ისინი კონფლიქტის შემდეგ გიორგი რამიშვილმა შეარიგა, რომელიც ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.