“გუშინ 19:00 საათის მერე ვართ [ჩარჩენილები] ჩვენ პირადად”

“1 საათია მოვიდა ტრაქტორი, ცოტა ხნის წინ კი მეორე ტრაქტორი მოვიდა და ძალიან ნელა, მაგრამ მივიწევთ წინ. გუშინ 19:00 საათის მერე ვართ [ჩარჩენილები] ჩვენ პირადად. ღამე გვირაბში გავათიეთ. ჩვენ და ჩვენს ახლოს მყოფებს საჭმელი გვაქვს, მაგრამ კიდევ ერთ ღამეს ვერ გავუძლებთ. უკან გზაც ჩახერგილია. წინ ისევ ზვავია და ისევ ვჩერდებით. არაფერს ვედავები ტრაქტორის მძღოლებს. მთელი ღამე იმუშავა იმ ერთადერთმა ტრაქტორმა , რომელმაც მოაღწია, მაგრამ მერე საწვავი გაუთავდა. ანუ გახსნილი რომ იყოს, აქ რატომ ვიქნებით ჩვენ, რა ცირკია. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ კავშირის პრობლემა გვაქვს. ინტერნეტი არ იჭერს გვირაბებში და გვირაბების გარეთ გამოსვლა ფიზიკურად ძალიან გვიჭირს. ლამის ჩემს მხრებამდე თოვლია, ყინავს და გარეთ დიდ ხანს ვერ ვძლებთ და იძულებულები ვართ, რომ გვირაბებში ვიყოთ” – ამბობს მოქალაქე ელისო კავილაძე “მთავართან” საუბრისას.
🔴 დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სვანეთში, მესტიის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მთავარი მესტიის მერის პოსტზე მყოფ კაპიტონ ჟორჟოლიანსაც დაუკავშირდა, რომელიც აცხადებს, რომ გზა გათავისუფლებულია, თუმცა მოქალაქეები ამბობენ, რომ კვლავ გვირაბებში არიან ჩარჩენილები.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს