“გუშინ ღამით, ქვეყნიდან გააძევეს თემურ ქათამაძე, ბათუმელი მედროშე… მეუღლეს დამშვიდობების უფლება არ მისცეს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­მურ ქა­თა­მა­ძეს [გა­ფ­ფარ ილ­მა­ზი] წუ­ხელ თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ამის შე­სა­ხებ ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“გუ­შინ ღა­მით, ჩუ­მად და ვირ­თხუ­ლად გა­და­იყ­ვა­ნეს თურ­ქეთ­ში თე­მურ ქა­თა­მა­ძე, ბა­თუ­მე­ლი მედ­რო­შე. ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს! ისეთ გა­რე­მო­ში გა­უშ­ვეს სა­დაც იცოდ­ნენ საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. მე­უღ­ლეს დამ­შვი­დო­ბე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს!” – წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

ინ­ფორ­მა­ცი­ი­სათ­ვის, 29 აპ­რილს თე­მურ ქა­თა­მა­ძეს თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ ლტოლ­ვი­ლის ან ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე უარი უთხრა. იუ­რის­ტმა მა­შინ გან­მარ­ტა, რომ ახლა უკვე შსს-ს მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუ რა ვა­და­ში გა­ა­ძე­ვე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­დან თე­მურ ქა­თა­მა­ძეს.

აქ­ტი­ვის­ტი თე­მურ ქა­თა­მა­ძე ბა­თუმ­ში პო­ლი­ცი­ამ თავ­და­პირ­ვე­ლად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვა, თუმ­ცა პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დგომ ის კვლავ და­ა­კა­ვეს. მე­ო­რედ და­კა­ვე­ბი­სას პო­ლი­ცია თე­მურ ქა­თა­მა­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის უფ­ლე­ბის არ­ქო­ნას ედა­ვე­ბა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო მშვიდობაძე: საუბარი იმაზე, რომ ფორმა ინდივიდუალურობას უკარგავს ბავშვს, წმინდა წყლის დემაგოგიაა, რადგან ევროპის, ამერიკის და საქართველოს კერძო სკოლებში მოსწავლეები ფორმებით დადიან და რა გამოდის, ამ მოწონებულ ევროპასა და ამერიკაში ბავშვები ინდივიდუალობადაკარგულები არიან?!