ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გუშინ ერთ-ერთი “მიუკერძოებელი არბიტრი” NDI-ს სახით, ქართული ლიბერალური ფაშიზმის პარტიულ წარმომადგენლებს ტრენინგებს უტარებდა, ხოლო წინასაარჩევნოდ აუცილებლად გაგვანებივრებენ მორიგი გაყალბებული ფეიკ-გამოკითხვებით

გუშინ ერთ-ერთი “მიუკერძოებელი არბიტრი” NDI-ს სახით, ქართული ლიბერალური ფაშიზმის პარტიულ წარმომადგენლებს ტრენინგებს უტარებდა, ხოლო წინასაარჩევნოდ აუცილებლად გაგვანებივრებენ მორიგი გაყალბებული ფეიკ-გამოკითხვებით
არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე გაიფორმო “გამარჯვება”, არც დაელოდო ელექტორალური ნების გამოხატვას, წინასწარ შერაცხო მომავალი პროცესი “გაყალბებად” – ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მოქმედების ქართული ტაქტიკა, – წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ლიბერალური ფაშიზმის ნიღაბჩამოხსნილი სახის მქონე ძალას ჩააბარო თუნდაც ჩვენს არჩევნებზე ზედამხედველობის და შეფასების ფუნქცია, ეს უდიდესი დანაშაული იქნება ქართველი ერის წინაშე.
“არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებამდე გაიფორმო “გამარჯვება”, არც დაელოდო ელექტორალური ნების გამოხატვას, წინასწარ შერაცხო მომავალი პროცესი “გაყალბებად” – ეს არის ლიბერალური ფაშიზმის მოქმედების ქართული ტაქტიკა. შეეცადო კონკურენტის ფიზიკური ლიკვიდაციით გაიფორმო აპრიორი წაგებულ არჩევნებში სასურველი შედეგი – ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ამერიკული მეთოდები.
ამერიკის ისტორიისთვის ნაცადი პრეცედენტების რეანიმირებას, დღეს ვეღარ გადააბრალებ “შემთხვევითობას” – ეს არის კარგად მოფიქრებული და არა ერთი დემოკრატი-კონგრესმენის მიერ გაჟღერებული ანონსების ხორცშესხმა. ამჯერად, ღვთის მადლით, განუხორციელებელი – თუმცა, სამწუხაროდ, უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის მსხვერპლშეწირვით.
ეს აღარაა მიცვალებული ადამიანების კონგრესში არჩევა, ან სასაფლაოს ბინადართა მონაწილეობა საარჩევნო პროცესებში – ეს არის ლიბერალური ფაშიზმის რეალური, ნიღაბჩამოხსნილი სახე. ამ ძალას ჩააბარო თუნდაც ჩვენს არჩევნებზე ზედამხედველობის და შეფასების ფუნქცია – უდიდესი დანაშაული იქნება ერის წინაშე. გუშინ ერთ-ერთი ასეთი “მიუკერძოებელი არბიტრი” NDI-ს სახით, ქართული ლიბერალური ფაშიზმის პარტიულ წარმომადგენლებს ტრენინგებს უტარებდნენ, ხოლო წინასაარჩევნოდ აუცილებლად გაგვანებივრებენ თავისი მორიგი გაყალბებული ფეიკ-გამოკითხვებით.” – წერს დავით ქართველიშვილი.
Next: კიდევ ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ გლობალური ომის პარტიას საქართველოს ომში ჩართვა და გლობალურ ჭადრაკში პაიკად გამოყენება სურს, რომელიც მეფის დაცვას უნდა შეეწიროს?

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.