გუშინ გამოვიარე რუსთაველზე შვიდნახევარ კაციანი შოუს ალაგას და აი რა დავასკვენი – ლალი მოროშკინა

გუშინ გამოვიარე რუსთაველზე შვიდნახევარ კაციანი შოუს ალაგას და აი რა დავასკვენი :
1. აღარ უნდათ ქუჩის გადაკეტვა,აღარც რესურსი აქვთ და აღარც სურვილი, მაგრამ….(ამაზე მერე)
2.გადაკეტილ ქუჩაზე სამეზობლო გააქტიურდა და ზოგი ფეხბურთს თამაშობს და ზოგი სკეიტით დაკატაობს. ნუ, მაინც იკეტება და ბარემ გამოვიყენოთ- პრინციპით.
3. პრობლემა ლოკალიზებულია და რუსთაველის
გადაკეტილი რამოდენიმე მეტრი მთელ ქალაქს მშვიდობას გვრის. ტურისტების და ადგილიბრივების უპრეცედენტო რაოდენობაა აგვისტოსთვის! ყველა ერთობა და მაგრად “ახატიათ” “ზომბების კუნძული”- თუმცა არა, ვტყუი. მიდიან ახლოს და ფოტოებს უღებენ, როგორც ქალაქის “ანდერგრაუნდს” ნუ ესეც საქმეა!
4. ქალაქი ცხოვრობს ხმაურიანი,ლაღი ცხოვრებით,მათ შორის თავად აკაცუკთა აპოლოგეტები მართავენ უამრავ კომერციულ კონცერტებს და არავის აღარ ედარდება კეთროვანთა ვარამი.
5. ასეთი სასჯელისთვის არ მემეტებიან! მათი შეფობა იბიცაზე, ნიცაში, მაიამიზე ერთობა და მხოლოდ ქარდებს დებენ
” უი, აქ ყავა 3 ევროა და თქვენთან უფრო ძვირია” ვერ ხვდებიან ამით რა მორალურ წნეხს ახდენენ ქუჩაში დატოვებულებზე, რომლებიც აქ, შარდის სუნში და 40 გრადუსიან სიცხეში საბოლოოდ თვითლიკვიდირდებიან.
5. როცა სხეული წყლულით იფარება, აუცულებელია ნეკროზული კანის ამოჭრა. მოკლედ, “ისინი ამოჭრეს”- ამას გულისტკივილით ვწერ.
ჯერ კიდევ იმედს ვიტოვებ, რომ ვისაც მათ ოჯახებში გონი მოეკითხება, გადაარჩენენ სამსხვერპლოზე მიტანილ და ლეშად აღქმულ ახალგაზრდებს”– წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა