,,გუშინდელი დღე იმპოტენტ მუტრუკთა სრული გაბანკროტების 73 წლის უპარტიო ადამიანზე გადაბრალების სამარცხვინო აქტად შევა ისტორიაში“ – ჩერგოლეიშვილი

,,ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, :
,,მეგობრებო, ჩვენი პოლიტიკური სპექტრი გასწორებულია მიწასთან.
გუშინდელი დღე (და არა 31 მარტი) მეინსტრიმ პარტიების დონდლო და იმპოტენტ მუტრუკთა სრული გაბანკროტების 73 წლის უპარტიო ადამიანზე გადაბრალების სამარცხვინო აქტად შევა ისტორიაში.
ეს არაა ქართული მაშასადამე ევროპული.
ევროპული ცივილიზაცია პასუხისმგებლობაზე დგას.
პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ მათ, ვისაც პასუხისმგებლობის ტარება შეგვიძლია.
ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ მიშა
სააკაშვილს და მის პოლიტიკურ გვამზე აბობღებულ იმპოტენტებს არ სურთ ბიძინას დამარცხება, თუ ბიძინას მიშა არ ანაცვლებს.
ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ სააკაშვილი ყველანაირად და ყველაფრით ხელს შეუშლის ივანიშვილის დამარცხებას, საჯაროდ მოჯვამს და გვესვრის, ყველაფერს იკადრებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არ დაუშვას თუ ის არ მოდის ფარაონად ამის შედეგად – რომ ვერ წარმოგიდგენიათ, ისეთი თვითდამამცირებელი საქციელის მკადრებელია.
ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ თუ სააკაშვილი და მასზე ახორხლილი გვამები არ გავწიეთ პროცესიდან, ყოველ დღე დავმარცხდებით ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ რომ ის იმპოტენტი ბოროტმოქმედი ბიძინას დამარცხებას არ დაუშვებს მისი ხელიდან, თუ მას არ უვარდება ხელში ძალაუფლება – ერთპიროვნულად. ის ძალაუფლების გაყოფას არც კი განიხილავს, ანადგურებს მისი ხელიდან ყველაფერს, რაც მის აბსოლუტურ პრიმატს არ აღიარებს.
და ამის გააზრებით ვიმოქმედოთ.
არ შეიძლება ღორებისთვის მარგალიტის დაყრა! ეს არის ჭეშმარიტება.
ფედერალისტები შევალთ ყველანაირ კოორდინაციაში, სადაც ამ ჭეშმარიტების გააზრებით იმოქმედებენ – გველეშაპს, რომელიც უნდა დავამარცხოთ, ორი თავი აქვს მოსაჭრელი – ბიძინა და მიშა.
P.S. ოპტიმისტურ ნოტაზე: კარგია რომ ოპოზიცია დაფერფლილია, უკეთესია – ვერ აღსდგები მკვდრეთით, თუ ჯერ არ მოკვდი.
You must be ready to burn yourself in your own flame;
how could you rise anew if you have not first become ashes? – ნიცშე”

ასევე დაგაინტერესებთ

“უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილის პატრონები, თუ წყალი დგას ქუჩაზე, უნდა გააჩეროთ მანქანა და იფიქროთ თავის გადარჩენაზე – წყლის დონე შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს ავტომობილით გადაადგილებისას”

ზვიად კვარაცხელია: ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის…