ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გუტერეში: ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობის შემთხვევა ცალკე გამოძიებას საჭიროებს

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ხუთშაბათს თქვა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მომლოდინე 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობა წარმოადგენს ვითარებას, რომელიც საჭიროებს დამოუკიდებელ, ეფექტიან გამოძიებას.
სენტ ვინსენტსა და გრენადინებში მყოფმა გუტერეშმა რეგიონული სამიტის წინ თქვა, რომ "თავზარდაცემულია" ამ ინციდენტით ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებულ ომში - რომელსაც, პალესტინის მესვეურთა თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ 30 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.
გუტერეშს ჰკითხეს გაეროს უშიშროების საბჭოში საზავო ხელშეკრულების ჩავარდნაზე, რაზეც მან უპასუხა, რომ გაღრმავებულმა გეოპოლიტიკურმა დაყოფამ "ვეტოს უფლება გადააქცია უშიშროების საბჭოს მოქმედების პარალიზების ეფექტიან ინსტრუმენტად".

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.