პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურჯაანში, ბიზნესმენი ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს - ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია

გურჯაანში, ბიზნესმენი ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს - ამ დროისთვის მდგომარეობა სტაბილურია

გურჯაანში, ბიზნესმენი ნიკოლოზ გეთიაშვილი დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
დაჭრის ფაქტი BM.GE-ის შსს-შიც დაუდასტურე, თუმცა უწყებაში დეტალებზე ჯერ არ საუბრობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაუდგენელმა პირმა მას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა. ამ დროისთვის, ბიზნესმენი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალშია“ გადაყვანილი.
კლინიკის დირექტორი გიორგი შათირიშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ ნიკოლოზ გეთიაშვილის კლინიკაში გუშინ, დღის მეორე ნახევარში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს.
ჭრილობა, რომელიც პაციენტს მარჯვენა კიდურისა და მუცლის ქვედა ნაწილში აქვს, ქირურგიულად დამუშავდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - აცხადებს კლინიკის დირექტორი.
ცნობისთვის, ნიკოლოზ გეთიაშვილი რამდენიმე მსხვილი სავაჭრო ობიექტის მფლობელი და გურჯაანის მერის ყოფილი მოადგილეა. ის მართავს ასევე სოფლის მეურნეობაში მოქმედ კომპანიებს და აგრომეურნეობა „შაბროს“ დამფუძნებელია, სადაც გურჯაანში, 30 ჰექტარ მიწის ფართობზე სხვადასხვა სახეობის ხილი მოჰყავს.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.