ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

კახეთში- გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
შემთხვევა გვიან ღამით, სოფელ ჩუმლაყში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, შურისძიების ნიადაგზე, მოკლულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი.
მკვლელობა სოფლის ცენტრში მოხდა სადაც ერთ -ერთმა ადგილობრივმა, ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.
სროლის დროს მსუბუქად დაიჭრა კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც გურჯაანის საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და უკვე სახლშია გაწერილია.
სოფელში ფიქრობენ, რომ მკვლელობა მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.
რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი, გამოძიება დაადგენს.
გამოძიება, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.