გურიის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს

გურიის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურად მიმდინარეობს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის ახლადრეაბილიტირებულ სკოლებში გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, სადაც განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, პედაგოგებს და მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. აღნიშნული სკოლების სრული რეაბილიტაცია სსიპ “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ” განახორციელა. პროექტების ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარს აღემატება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს