გურიის რეგიონში ინტენსიურად გრძელდება მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება

‍გურიის რეგიონში ინტენსიურად გრძელდება მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში შექმნილია მიკროშტაბები, საიდანაც საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები ადგილობრივებს გადაეცემათ.
დღეის მონაცემებით გაიცა შემდეგი რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარება:
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 1710 პაკეტი;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – 4233 პაკეტი;
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – 3000-ზე მეტი პაკეტი;
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე,მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პირადად გაეცნო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის მიკროშტაბში მიმდინარე პროცესებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლოსებაზე სამუდამოდ გაბატონება – მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ