ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩოხატაურის სამრევლო, N1, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლების მოსწავლეებს მიულოცა.
,,ყველა მოსწავლეს და პედაგოგს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
სასიხარულოა, რომ დაბა ურეკისა და ხაჯალიის საჯარო სკოლები, სასწავლო წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლებით ხვდება.
გურიის რეგიონში გრძელდება საგანმანათლებო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მომავალში არაერთი სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია იგეგმება.
მშვიდობიან, წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.