გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს საქართველოში კიმ ტონგ ოპს შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, გიორგი ურუშაძემ, კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს, გურიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ყურადღება გაამახვილა რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
Previous: ხელვაჩაურის ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე ტერიტორიაზე, ლედ ეკრანზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.