ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იაპონიის ელჩის მოადგილეს შეხვდა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იაპონიის ელჩის მოადგილეს შეხვდა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული იაპონიის ელჩის მოადგილეს შეხვდა
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე იაპონიის ელჩის მოადგილეს ჰორიგუჩი გოსუკეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.
ხაზი გაესვა გრასრუტების საგრანტო პროგრამის (GGP) მნიშვნელობას რეგიონული განვითარების საქმეში და იაპონიის მთავრობის მიერ განხორციელებული დახმარების პრაქტიკულ შედეგებს. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ესწრებოდნენ. იაპონიის ელჩის მოადგილემ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში იაპონიის მთავრობის მიერ დაფინასებული პროექტებიც დაათვალიერა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.