გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და დევნილ მოსახლეობას შეხვდა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და დევნილ მოსახლეობას შეხვდა
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას და დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
განიხილეს დევნილთა წინაშე არსებული გამოწვევები და შეთანხმდნენ, რომ სამხარეო ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტები აქტიურად და კოორდინირებულად ითანამშრომლებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან, რათა თითოეული მოქალაქის საჭიროებაზე დროული რეაგირება მოხდეს და მათ შესაბამისი დახმარება გაეწიოთ.
შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სიგელებით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაჯილდოვდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო შაქარიშვილი: რთული იყო ჩემთვის, ისევე, როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ამ სამარცხვინო დეგრადაციის და მორალური დაცემის ყურება, რასაც ირაკლი ღარიბაშვილი განიცდის – ძალიან მოკლე აღმოჩნდა გზა, ბორელთან ღირსეულად ჩატარებული ბრიფინგიდან – ყვითელი პრესის მეთოდებამდე