გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პედაგოგთა კონფერენციას დაესწრო

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პედაგოგთა კონფერენციას დაესწრო
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან ერთად პედაგოგთა კონფერენციას – ,,ხარისხიანი განათლება სწავლა-სწავლებისა და განათლების მართვის თანამედროვე მიდგომები – სწავლების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება“ დაესწრო.
პირველ საჯარო სკოლაში გამართულ შეხვედრაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე 44 სკოლის პედაგოგები მონაწილეობდნენ, რომლებმაც, კონფერენციის ფარგლებში 60 თემა წარადგინეს. კონფერენციაში მონაწილე მასწავლებლებსა და მოდერატორებს სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადაეცათ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.