გურიის ეროვნული პარკის განვითარებასთან დაკავშირებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კუსიდთან და თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძესთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განხილული იქნა გურიის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის საკითხი.
ახლადშექმნილი დაცული ტერიტორია 15 310 ჰექტარს მოიცავს.
ეროვნული პარკი ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას, რაც ადგილობრივებს დამატებითი ეკონომიკური სარგებლის გაჩენის შესაძლებლობას მისცემს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს