ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“გურიის დანგრეული სახლიც ჯერ არ აუნაზღაურებიათ…” – მოროშკინა

“გურიის დანგრეული სახლიც ჯერ არ აუნაზღაურებიათ…” – მოროშკინა

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:
მეგობრებო, მე მაპატიეთ, მაგრამ იძულებული ვარ საჯარო პოსტი დავდო. ამ დროისთვის უკვე 11 ადამიანს აქვს დარეკილი 300-500 ლარზე. მერწმუნეთ, რომ მქონდეს დავარიგებდი, მაგრამ 170.000 საქ.ბანკის სესხი მაქვს. პანდემიის მერე, ვერ გაიმართა ბიზნესი, და ეს ყველამ კარგად იცის. მესმის, რომ ამ სივრცეში, სულ ბედნიერება და სიცოცხლე მოსჩქეფს ჩემი პოსტებიდან და ასეც არის, მაგრამ ჩემი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას,რომ ვინმეს, თუნდაც ძალიან ახლობლებს ვასესხო ან ვაჩუქო ფული. ბოდიში კიდევ ერთხელ. P.S.სამწუხაროდ, გურიის დანგრეული სახლიც ჯერ არ აუნაზღაურებიათ და კვლავ საქ. ბაკის დახმარებით აშენდა, იმ იმედით რომ ზარალი ოდესმე ანაზღაურდება.
ცნობისთვის, გურიის სახლი ლალი მოროშკინას დიდთოვლობისას დაუზიანდა, მართალია, ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ დაზარალებულებს ზიანი აუნაზღაურეს, მაგრამ ფაქტია – ასე არაა.
ასევე, მართალია, ქართული ოცნების გუნდის პირველი პირი, ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ ეკონომიკა იზრდება და მაღალ ნიშნულზე, მაგრამ იგივე პარტიის მომხრეების თქმით, პირიქით, ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე ბიზნესს ძალიან უჭირს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.