ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურიაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი აგვისტოში 1012 ლარი იყო

გურიაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი აგვისტოში 1012 ლარი იყო

გურიაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს საშუალო ფასი აგვისტოში 1012 ლარი იყო
PMCG-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა.
3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი წლიურად 1.4%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 1.8%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ფასებს, წელს, აგვისტოში, 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 184 ლარი, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 272 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა 114 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი აგვისტოში 586 ლარი იყო. გურიაში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 1012 ლარი შეადგინა, თბილისში - 687 ლარი, კახეთში - 686 ლარი, ხოლო აჭარაში - 575 ლარი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.