გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი ერთ-ერთი მცირეწლოვანი მძიმე მდგომარეობის გამო თბილისში გადმოჰყავთ

გურიაში, ძაღლის მიერ დაკბენილი ერთ-ერთი მცირეწლოვანი მძიმე მდგომარეობის გამო თბილისში გადმოჰყავთ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლის მიერ დაკბენილი ერთ-ერთი მცირეწლოვანი, თბილისში გადმოჰყავთ. როგორც “გურია ტვ” წერს, დაშავებული მცირეწლოვანი რეანიმობილით ჯერ ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა მძიმე მდგომარეობის გამო, მას ოპერაცია დღეს თბილისში, იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდება.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკბენილები არიან 5 წლის და 2,7 წლის ძმები. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსის მდგომარეობა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარმოდგენილია სამშობლოს მოღალატეების დაჯგუფებით – მოღალატეები: ლევან მახაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე ცდილობენ, რუსეთის სასარგებლოდ იმოქმედონ