გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი აღინიშნა

გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების მე-80 წლისთავი აღინიშნა
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო. სახელმწიფო რწმუნებული მემორიალთან მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
გიორგი ღურჯუმელიძე გურიის რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს, გალაქტიონ ჩხიკვაძესა და შოთა გოგატაძეს სახლში ესტუმრა და გამარჯვების დღე მიულოცა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.
Next: უტიფრობა და თავხედობა – ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკის აზრით, ევროპის დღის ღონისძიებაზე მისვლისთვის საქართველოს ხელისუფლებას მისი Facebook-კლიპები უნდა ენახა; ურსულა ფონ დერ ლაიენსაც ასე იწვევენ?

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით