ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გურიის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე გამოავლინეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მათივე ცნობით, კანონდამრღვევმა უკანონოდ მოპოვებული ფოთლოვანი სახეობის ხე-ტყე დასამუშავებლად სახერხ საამქროში სატვირთო ავტომობილით გადაიტანა.
საამქროს ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და სატვირთო ავტომობილი დაილუქა.
„რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია და გამოვლენა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია”, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.