ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.
,,16 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოს თვეში, საქართველომ ბევრი ვაჟკაცი დაკარგა, მათ შორის გურიის რეგიონიდან ამ უთანასწორო ომს 9 გმირის სიცოცხლე შეეწირა. დღეს, კიდევ ერთხელ გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ მათ ხსოვნას. ამ ვაჟკაცებმა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე დათმეს.
ქედს ვიხრი თითოეულის ხსოვნის წინაშე, მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია გურიის რეგიონის ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.