არქივი31 იანვარი, 2024, 18:27
გურიაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გურიაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ქმარი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შედეგადაც, ქალი კლინიკაში მოათავსეს.
ოჯახში ძალადობის ფაქტი, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.