არქივი3 აგვისტო, 2025, 00:21
"გურიამ" ქალთა ჩემპიონთა ლიგა გამარჯვებით დაიწყო

პრიშტინაში ჩატარებულ ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლანჩხუთის „გურიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის „კლიფტონვილი“ 2:1 დაამარცხა.
ჩვენი გუნდიდან გოლები ანანო წიქარიძემ და ეთერ სულაშვილმა გაიტანეს.
„გურია“ 27 აგვისტოს, ლიეტუვაში, მეორე რაუნდში უკრაინის „ვორსკლას“ დაუპირისპირდება.
გიორგი ჩხაიძის გუნდის გამარჯვების შემთხვევაში, მათი მეტოქე ადგილობრივ „გინტრასა“ და რუმინეთის „ფარულს“ შორის საუკეთესო იქნება.
კიტეიშვილის "შტურმს" სასწრაფოდ "ფიორენტინას" მეკარის დამატება დასჭირდა
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.