"გურაშვილის ღვინო" ვენახებს აფართოებს - მეღვინეობის შედეგები

სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში მდებარე მეღვინეობა "გურაშვილის ღვინო" ვენახებს აფართოებს. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში მეღვინეობის წარმომადგენელმა ზვიად გურაშვილმა განაცხადა, მიმდინარე წელს, კომპანიამ დამატებით 9 ახალი ჯიშის ვაზი გააშენა, მათ შორის ქართლის, იმერეთის და რაჭის ყურძნის ჯიშებია.
"12 ჰექტარზე 3 ჰექტარის ფართობის ახალი ვენახები დაგვემატება. ანუ, ჯამში 15 ჰა ვენახი გვექნება”, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
„გურაშვილის ღვინოს“ ვენახებთან საოჯახო მარანი აქვს, სადაც 28 ქვევრია განთავსებული და ღვინის პირველადი წარმოება ადგილზე მიმდინარეობს. "ვაწარმოებთ 8 სახეობის ღვინოს, რომლებიც სრულად ჩვენი ვენახებიდანაა“, - აღნიშნა გურაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანია ექსპორტის მიმართულებით აქტიურად მუშაობს და მათი რეალიზაციის დაახლოებით 70% ექსპორტზე მოდის, ხოლო 30% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
ამ ეტაპზე, "გურაშვილის ღვინო" დაახლოებით 15 ქვეყანაში იყიდება. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ განსაკუთრებით წარმატებული ბაზრებია ნორვეგია და ავსტრალიაა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.