ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურამ მაჭარაშვილი - ფუი ეშმაკს! ასეთია როთის განცხადებებზე ჩემი პასუხი - უნდა თავის ეკლესიაში იაროს და რა პირადი ცხოვრებაც სურს, ის აიწყოს, ოღონდ გერმანიაში! აქ ნუ ჩამოდის

გურამ მაჭარაშვილი - ფუი ეშმაკს! ასეთია როთის განცხადებებზე ჩემი პასუხი - უნდა თავის ეკლესიაში იაროს და რა პირადი ცხოვრებაც სურს, ის აიწყოს, ოღონდ გერმანიაში! აქ ნუ ჩამოდის

ჩვენ მიხაილ როთს არ ვეჯიბრებით, ვინ უფრო მეტად დადის ეკლესიაში - წავიდეს იმ გერმანიაში და სადაც უნდა იქ იაროს! აქ ნუ ჩამოდის და შეურაცხმყოფელ განცხადებებს ნუ აკეთებს! უნდა თავის ეკლესიაში იაროს და რა პირადი ცხოვრებაც სურს, ის აიწყოს, ოღონდ გერმანიაში! - ასე გამოეხმაურა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს უმრავლესობის დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილი იმასაც ამბობს, რომ „როთი გახდა ოპოზიციის, რაც ძალიან კარგია“.
„მიხაელ როთი არის ადამიანი, რომელსაც თავისი სამყარო აქვს - რასაც როთი აკეთებს, არის ის, რომ გვიკვალავს გზას, რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი გვყავდეს 26 ოქტომბერს.
ფუი ეშმაკს! - ასეთია როთის განცხადებებზე ჩემი პასუხი. თუ როთი მიხვდა, რომ ეკლესიაში სიარული კარგია, მაშინ მოინანიოს და თქვას, რომ მის მიერ ქართული ეკლესიისა და ქართველი ახალგაზრდების მიმართ გაკეთებული განცხადებები სწორი არ იყო. თუ ფიქრობს, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ჩამორჩენილია და ეკლესიაში ახალგაზრდები არ უნდა დადიოდნენ, ეს მისი პრობლემაა.
რითი არ არის საქართველოს მოქალაქე და თანამდებობის პირი საქართველოში - ის შეურაცხმოფელ განცხადებებს არ უნდა ბედავდეს!" - განაცხადა მაჭარაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.