გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

რაც შეეხება ჰელსინკის კომისიას და ქალბატონ ლორას, [თორნტონი] ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ის ადამიანია, რომელსაც პირდაპირი გაგებით სძულს საქართველო, სძულს სიკეთე, მშვიდობა, პარტნიორობა, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოს ვერავინ ვერაფერს დააკლებს, თუ „სწორ პოზიციაზე ვიდგებით“.

„თავისი ქვეყნის პრეზიდენტს ლანძღავს და რატომ უნდა გვიკვირდეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ჰქონდეს ნეგატივი. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ ამას დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ლორა თორნტონი 28 იანვარს ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება ჰელსინკის კომისიაზე, სადაც საქართველოს შესახებ მოხსენებაა ჩანიშნული, თემით – „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა. თორნტონი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორია, რომელიც საქართველოში NDI-ის ოფისს ხელმძღვანელობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა