გურამ მაჭარაშვილი – როგორც ბავშვს არ შეიძლება ასანთი ანდო ან უთო დატოვო ჩართული, ასევე არ შეიძლება ზურაბიშვილის გაშვება უცხოეთში – სად აფეთქდება და ქვეყანას სად დააზიანებს, არავინ იცის

როგორც ბავშვს არ შეიძლება ასანთი ანდო ან უთო დატოვო ჩართული, ასევე არ შეიძლება [პრეზიდენტის უცხოეთში გაშვება] – ეს ადამიანი არის ფეთქებადი ნივთიერება, სად აფეთქდება და ქვეყანას სად დააზიანებს, არავინ იცის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე რომ საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტს ლიეტუვაში ვიზიტის ნებართვა არ მისცა.
მისივე თქმით, თავად ზურაბიშვილისთვისაა კარგი, რომ მთავრობა უარს ეუბნება უცხოეთში წასვლაზე, რადგან “ნაკლებ დარტყმას იღებს საქართველოსგან”.
„საერთოდ, მიკვირს, კითხვები რომ გაქვთ ზურაბიშვილთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეიძლება მისი გაშვება უცხოეთში. როგორც ბავშვს არ შეიძლება ასანთი ანდო ან უთო დატოვო ჩართული, ასევე არ შეიძლება [პრეზიდენტის უცხოეთში გაშვება]. ეს ადამიანი არის ფეთქებადი ნივთიერება. სად აფეთქდება და ქვეყანას სად დააზიანებს, არავინ იცის და თქვენ გინდათ, ამაში ჩვენ ხელი შევუწყოთ? მისთვისაა კარგი, რომ მთავრობა უარს ეუბნება უცხოეთში წასვლაზე, რადგან ნაკლებ დარტყმას იღებს საქართველოსგან. გასაგებია, რომ არ აინტერესებს და არ სტკივა საქართველო, მაგრამ, რაც ნაკლებ დარტყმებს მიიღებს საქართველო და შემდეგ, ფორმალური პრეზიდენტი, უკეთესია”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ