ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციას სულ ელანდება შავი ხვრელები, შავი ფულები, შავი სიზმრები და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაფერი თვითონ აქვთ შავი

ოპოზიციას სულ ელანდება შავი ხვრელები, შავი ფულები, შავი სიზმრები და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაფერი თვითონ აქვთ შავი,- ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაში გამოთქმულ ვარაუდს, რომ “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას გეგმავს.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას საქართველოს საზოგადოების წინაშე დღის წესრიგი არ აქვს.
„ოპოზიციას ყოველთვის შავი სიზმრები ელანდება და ესეც შავი სიზმრების სერიალის გაგრძელებაა. ოპოზიციას სულ ელანდება შავი ხვრელები, შავი ფულები, შავი სიზმრები და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ყველაფერი თვითონ აქვთ შავი. მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტშიც აღმოჩნდება შავ „ფულებში“ სააკაშვილის ოჯახი; შავ ხვრელებში რუსული რუბლებით დროას წარმომადგენლები და ა.შ. ასე რომ, თუ ვინმეს დღის წესრიგი არ აქვს საქართველოს საზოგადოების წინაშე, სწორედ ოპოზიციაა. თორემ მე აქ რომ ვდგები [ტრიბუნასთან] მინიმუმ ორმოცი წუთი არ მყოფნის, რომ პოზიტივზე ვისაუბრო, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერაა შეფასებული და არა ის, რომ ოპოზიცია ჩადის რეგიონებში და იქიდან კუდამოძუებულები გარბიან ხოლმე - ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.