ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურამ მაჭარაშვილი მედიის ინფორმაციაზე, რომ აშშ-მა ანრი ოხანაშვილი დაასანქცირა - ყველას ვურჩევ, რომ ამ კოშმარულ სიზმრებს თავი დაანებონ - ინდივიდუალური სანქციების ძიებაზე მეტად, თავიანთი პრობლემები ეძებონ

ყველას ვურჩევ, რომ ამ კოშმარულ სიზმრებს თავი დაანებონ - ინდივიდუალური სანქციების ძიებაზე მეტად, თავიანთი პრობლემები ეძებონ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უმრავლესობის დეპუტატი, ანრი ოხანაშვილი დაასანქცირა.
მისი თქმით, ქართველი საზოგადოებისთვის სანქციებზე საუბარი ცოტა მომაბეზრებელი გახდა.
„ჩვენი პოზიცია ყველამ კარგად იცის. ორი თვეა, თუ არ ვცდები, მიდის ეს იწილო-ბიწილო ინდივიდუალურ სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, თუ ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეხება საქმე, მირჩევნია ეროვნულო დროშით ვიარო ჩემს ქვეყანაში, ვიდრე ლგბტ დროშით სხვა ქვეყანაში," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.