ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურამ მაჭარაშვილი - თუ ზურაბიშვილი საჭიროდ ჩათვლის, რომ სხვა ყველაფერთან ერთად სააკაშვილს მიბაძოს და თავისი ადმინისტრაციის შენობის სახურავზე აძვრება, როგორც სააკაშვილი აძვრა კიევში, როცა აპატიმრებდნენ, ძალიან კარგი სანახავი იქნება

გურამ მაჭარაშვილი - თუ ზურაბიშვილი საჭიროდ ჩათვლის, რომ სხვა ყველაფერთან ერთად სააკაშვილს მიბაძოს და თავისი ადმინისტრაციის შენობის სახურავზე აძვრება, როგორც სააკაშვილი აძვრა კიევში, როცა აპატიმრებდნენ, ძალიან კარგი სანახავი იქნება

თუ ზურაბიშვილი ჩათვლის საჭიროდ, რომ სხვა ყველაფერთან ერთად სააკაშვილს მიბაძოს და თავისი ადმინისტრაციის შენობის სახურავზე აძვრება, როგორც სააკაშვილი აძვრა კიევში, როცა აპატიმრებდნენ, ძალიან კარგი სანახავი იქნება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა 29 დეკემბრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის გეგმებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არასერიოზულია, რომ სერიოზული კომენტარები გაკეთდეს სალომე ზურაბიშვილის „ფეხების გაფშეკაზე“, რომ ის არ გამოვა და ჩაებღაუჭება იმ სკამს, რომელიც გაყიდა.
„თუ ზურაბიშვილი ჩათვლის საჭიროდ, რომ სხვა ყველაფერთან ერთად სააკაშვილს მიბაძოს და თავისი ადმინისტრაციის შენობის სახურავზე აძვრება, როგორც სააკაშვილი აძვრა კიევში, როცა აპატიმრებდნენ, ძალიან კარგი სანახავი იქნება. წინასაახალწლოდ კომედიური ჟანრის რაღაც ფილმებსაც დავდგამთ. სხვა რეალური მოლოდინი არ უნდა არსებობდეს. მინიმუმ არასერიოზულია ახლა, რომ სერიოზული კომენტარები გავაკეთოთ სალომე ზურაბიშვილის ფეხების გაფშეკაზე, რომ ის არ გამოვა და ჩაებღაუჭება იმ სკამს, რომელი სკამიც გაყიდა. რამდენ მილიონად თუ რაზე გაყიდა ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, რომ მან აშკარად გაყიდა ეს სკამი და ახლა ალბათ იმიტომ ჩაებღაუჭება, რომ უღირს პრეზიდენტის სკამზე ჯდომა, რომ ემსახუროს უცხოურ ძალებს საქართველოს საწინააღმდეგოდ, რომელსაც ვადა 29 დეკემბერს გაუვა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.