“როდესაც შენ ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებ იმით, რომ 27 ელჩი მოგყავს იუსტიციის მინისტრთან და ვითომ სააკაშვილი კვდება, დემარშს აკეთებ, ბოდიში მოიხადა? არამცთუ არ მოკვდა სააკააშვილი, არამედ მსოფლიო პოლიტიკას განაგებს, მისი აზრით, მშვენივრად გამოიყურება, მოიხადა ბოდიში? არ მოიხადა.
როდესაც მან თქვა, რომ საქართველო აჩერებს ევროინტეგრაციის გზასო, როდესაც თავად რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ეს განცხადება გაკეთებული, მოიხადა ამასთან დაკავშირებით ბოდიში? არ მოიხადა.
(…) ვერ შედგა და ვერც შედგება ვერასოდეს დიფ სთეითის გეგმა საქართველოში ახალი ქართველის გამოყვანასთან დაკავშირებით, უბრალოდ ჩვეულებრივ რეჟიმში არიან, როდესაც ცდილობენ ტალახი ესროლონ ქართულ საზოგადოებას” – თქვა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ, პაველ ჰერჩინსკიზე დასანქცირებული TV იმედის ეთერში




