ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურამ მაჭარაშვილი - დონორი ორგანიზაციები, მათ შორის აშშ-დან და ევროკავშირიდან, რომლებიც სუბიექტური შემფასებლები არიან, ობიექტურ შემფასებლებად ვეღარ გამოდგებიან

დონორი ორგანიზაციები, მათ შორის აშშ-დან და ევროკავშირიდან, რომლებიც სუბიექტური შემფასებლები არიან, ობიექტურ შემფასებლებად ვეღარ გამოდგებიან - როდესაც პოლიტიკურ ოპოზიციასა და პოლიტიკაში გადავარდნილ NGO-ს სუბიექტურად აფინანსებ, ამის შემდეგ შენი შეფასება დამაჯერებელი აღარ იქნება! - ეს განცხადება დღეს პარლამენტში, უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა.
მაჭარაშვილის შეფასებით, ოპოზიცია შოკშია, რადგან იციან, რომ არჩევნებში მარცხდებიან და ამის გამო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, დელეგიტიმაციაზე საუბრობს.
"ეს იმას ნიშნავს, რომ კარგად იციან, რომ მათ არჩევნები წაგებული აქვთ, ხალხი მათ წაგებას ოქტომბერში დე იურედ გააფორმებს და არსებულ ხელისუფლებას დატოვებს ხელისუფლებაში", - განაცხადა მედიასთან გურამ მაჭარაშვილმა

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.