გურამ მაჭარაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში

გურამ მაჭარაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში
არ დაუშვა ომი საქართველოში! იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს ! ჯერ ფაქტობრივად ახლა ფორმალურად დაასანქცირეს, – წერს „ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ავიწყდებათ რომ ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში.
„არ დაუშვა ომი საქართველოში ! იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს ! ეხმარებოდა და ეხმარება ქართულ სპორტს, ხელოვნებას, კულტურას და მათ წარმომადგენლებს ! ამისთვის ჯერ ფაქტობრივად ახლა უკვე ფორმალურად დაასანქცირეს. თუმცა ავიწყდებათ რომ ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში”- წერს გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც ირაკლი ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება დაცულია, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა – როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით