გურამ გურამიშვილი საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) მინისტერიალში მონაწილეობს, აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იონგ ტაე კიმს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სატრანსპორტო სფეროში შექმნილ გამოწვევებსა და ამ მხრივ, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე წარიმართა. აღინიშნა, რომ შუა დერეფანი, რომელიც არის უმოკლესი გზა ევროპასა და აზიას შორის, არის კარგი ალტერნატივა არსებული მარშრუტებისა, თუმცა აუცილებელია მთელი რიგი გადაწყვეტილებების სინქრონიზება დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის.
მათივე ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ ITF – ის გენერალურ მდივანს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს განვითარების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები გააცნო. მან მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ვრცლად ისაუბრა, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის პროექტებზე და სხვ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო – ლოგისტიკური პოტენციალის გასაზრდელად.
„საქართველო რეგიონული მნიშვნელობის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებით ხელი შევუწყოთ საქართველოს მეტ ინტეგრაციას რეგიონულ და მსოფლიო სატრანსპორტო მარშრუტებში“,- აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება ECMT მრავალმხრივი სანებართვო კვოტების გაზრდის აუცილებლობაზეც გამახვილდა, რათა სამომავლოდ საქართველოს საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სფეროში დასაქმებული პირებისთვის გაიზარდოს ევროკავშირის ქვეყნებში ტვირთების გადაზიდვის ბაზარზე მეტად წვდომის შესაძლებლობა.
დასასრულს, მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალური დირექტორი იონგ ტაე კიმი საქართველოში მოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა