"გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა!" - გარდაიცვალა მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია
მსოფლიო ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა. ინფორმაციას ჟურნალისტი მაცაცო კევლიშვილი ავრცელებს.
"მშვიდობით ოქროს ბიჭო! ეს რა დაგვემართა: (მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ნუგზარ წურწუმია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს). გული მეგლიჯება, ჩემი წურწიკა! უნიჭიერესი წურწიკა", - წერს მაცაცო კევლიშვილი.
წურწუმია 27 წლის იყო.
ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონი 2019 წელს გახდა, როდესაც ყაზახეთში გამართული ჩემპიონატის ფინალში ყაზახი სპორტსმენი, შორლან ჟაკანშა დაამარცხა.
ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონის გარდა იყო საქართველოს ჩემპიონი, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი.
წყარო: Ambebi.ge
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.