არქივი1 ოქტომბერი, 2024, 00:21
გულიაშვილმა დუბლი შეასრულა და ბოსნიის პრემიერლიგის თანაბომბარდირია

ბოსნიის პრემიერლიგის მეცხრე ტურში, სტუმრად „შიროკი ბრიეგთან“ ფრედ (3:3) დასრულებულ მატჩში, „სარაევოს“ 23 წლის თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა დუბლი შეასრულა - ერთი გოლი პენალტით გაიტანა.
გულიაშვილი ამ სეზონში ჩინებულად თამაშობს, ჩემპიონატის 7 შეხვედრაში მის ანგარიშზე 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა და ხორვატ მიხაელ მლინარიჩთან (ველეჟი) ერთად ბომბარდირია.
„სარაევო“ 8 ჩატარებული მატჩის შემდეგ 18 ქულით მეორე ადგილზეა და 5 ოქტომბერს „ველეჟს“ უმასპინძლებს, რომლის რიგებში ქართველი გასულ სეზონში იჯარის წესით ასპარეზობდა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.